Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს თავდაცვის მინისტრები გადახედავენ რუსეთთან დადებულ შეთანხმებას


ნატომ შეიძლება გადახედოს 1997 წელს რუსეთთან დადებულ შეთანხმებას, რომელიც ადგენს, რომ ნატომ არ უნდა განალაგოს ჯარები რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ნატოს მაღალჩინოსანმა ორშაბათს განაცხადა, რომ ნატოს თავდაცვის მინისტრები მიმდინრე კვირაში განიხილავენ ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ალიანსის ძალების მუდმივად განთავსების საკითხს. ეს იქნება საპასუხო ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის მოქმედებებზე. ბრიუსელში 3-4 ივნისის შეკრებაზე თავდაცვის მინისტრები გადხედავენ რუსეთთან 1997 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას. რუსეთის მოსაზღვრე ნატოს წევრ ქვეყნებში ალიანსის ძალების მუდმივ განთავსებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება სექტემბერში, ნატოს უელსის სამიტზე.
XS
SM
MD
LG