Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „მზად არის“ ობამასთან დიალოგისთვის


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ის პრეზიდენტ, ბარაკ ობამასთან დიალოგისთვის, მაგრამ დასძინა, მისი გადასაწყვეტიო. ეს მან საფრანგეთის მედიასთან საუბარში განაცხადა, პირველი მსოფლიო ომის დროს აშშ-ის, ბრიტანეთის და მათი მოკავშირეების ჯარების ნორმანდიაში გადასხმის 70-ე წლისთავის გამო საფრანგეთში შეხვედრაზე ჩასვლის წინ. პუტინმა ბრალად დასდო აშშ-ის მთავრობას აგრესიული მცდელობა, უკრაინის ამბების გამო რუსეთის იზოლაციაში მოქცევის მიზნით. პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში არ არიან რუსეთის ჯარები ან ინსტრუქტორები. ობამა და პუტინი დაესწრებიან ნორმანდიაში ცერემონიას, მაგრამ პირისპირ შეხვედრა არ არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG