Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სამხედრო წვრთნა ნატოს წვრთნების პარალელურად დაიწყო


კალინინგრადის ოლქში რუსეთის ბალტიის ფლოტის, საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-სამხედრო ძალების წვრთნა დაიწყო. აღნიშნული წვრთნა მიმდინარეობს ევროპაში ნატოს წვრთნების - Saber Strike-ისა და Baltops-2014-ის პარალელურად. რუსეთის წვრთნის ფარგლებში ფლოტი უზრუნველყოფს საზღვრისა და საზღვაო კომუნიკაციების დაცვას, მოძებნიან და გაანადგურებენ პირობითი მტრის წყალქვეშა ნავებსა და გემებს. საჰაერო-სადესანტო ძალები საზღვაო ქვეითებთან ერთად შეიმუშავებენ საზღვაო დესანტის გადმოსხმისგან სანაპიროს დაცვის ღონისძიებებს. აღნიშნული სწავლებისას გამოყენებული იქნება ბომბდამშენ-გამანადგურებლები და შვეულმფრენები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კალინინგრადის ოლქში წვრთნებში მონაწილე ძალები და საშუალებები თანაზომადია ნატოს ქვეყნების მიერ წარმოებულ სასაზღვრო წვრთნებში ჩართული პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობასთან.
XS
SM
MD
LG