Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ მოსულში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლები დაატყვევეს


ერაყის ქალაქ მოსულიდან იუწყებიან, რომ ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს თურქეთის საკონსულოზე და დიპლომატიური მისიის რამდენიმე წევრი დაატყვევეს. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესი" ერაყის პოლიციის წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ "ერაყსა და ლევანტში ისლამურ სახელმწიფოდ" ცნობილი ჯგუფის წევრებმა დააკავეს თურქეთის კონსული და მისი 24 თანამშრომელი. ექსტრემისტებმა 10 ივნისს გამოაცხადეს, რომ აკონტროლებენ მოსულს, ისევე როგორც ნინევიის პროვინციის დიდ ნაწილს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი გარბის მოსულიდან მას შემდეგ, რაც ქალაქი ექსტრემისტების ხელში გადავიდა.
XS
SM
MD
LG