Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ღია წერილით მიმართავენ პუტინს


უკრაინის სამი ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკო ვლადიმირ პუტინს ერთობლივ ღია წერილს უგზავნიან მოთხოვნით, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის მიმართ და დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. ამის შესახებ უკრაინის მედია იუწყება. სამივე მათგანი მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას, რაც ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარების მშვიდობიანად დარეგულირებას ითვალისწინებს და მიმართავს პუტინს, რომელიც ასევე გამოხატავს პოროშენკოს გეგმისადმი მხარდაჭერას. "თქვენი მხარდამჭერი განცხადება ამ გეგმისადმი ჩვენ აღვიქვით, როგორც დადებითი ნიშანი. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მართალი სიტყვები გამყარებული იქნება ვითარების დეესკალაზიის მიზნით გადადგმული ნაბიჯებით, რუსეთიდან დაქირავებული მებრძოლები კი გამოიყენებენ იმ დერეფანს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება მოაწყობს სამშობლოში მათ დასაბრუნებლად", – აღნიშნულია ექსპრეზიდენტების ერთობლივ წერილში.
XS
SM
MD
LG