Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის შიიტთა სასულიერო ლიდერი პოლიტიკოსებს ახალ პრემიერზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს


ერაყის ყველაზე გავლენიანი შიიტი სასულიერო პირი ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ ბლოკებს მოუწოდებს ახალი პრემიერის კანდიდატურაზე მანამდე შეთანხმდნენ, სანამ ახლადარჩეული პარლამენტი მუშაობას შეუდგება 1 ივლისს. დიდი აიათოლა ალი ალ-სისტანის წარმომადგენელმა სასულიერო პირმა წმინდა ქალაქად მიჩნეულ ქარბალაში აცნობა მორწმუნეებს, რომ სისტანის ასევე სურს პარლამენტის პირველ სხდომამდე პოლიტიკური ფრაქციები შეთანხმდნენ პარლამენტის სპიკერის და ქვეყნის პრეზიდენტის კანდიდატურებზე. ერაყის პოლიტიკურ ლიდერებზე იზრდება ზეწოლა, მათ შორის აშშ-ის მხრიდან, რათა მან ინკლუზიური მთავრობა შექმნას. ერაყში სუნიტ გასამხედროებულ ექსტრემისტებს დაკავებული აქვთ ჩრდილოეთსა და დასავლეთში მდებარე არაერთი ტერიტორია. შიიტმა პრემიერ-მინისტრმა, ნური ალ-მალიკიმ პირველ ეტაპზე ეს მოწოდებები უარყო, თუმცა 26 ივნისს აღიარა, რომ მეამბოხეების დასამარცხებლად სამხედრო ნაბიჯებთან ერთად პოლიტიკური ზომების გატარებაც აუცილებელია. მეამბოხეებს ხელმძღვანელობს „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი.

XS
SM
MD
LG