Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუნიტი ექსტრემისტების ლიდერი მუსლიმებს ბრძოლისაკენ მოუწოდებს


სუნიტი ექსტრემისტების ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მთელი მსოფლიოს მუსმლიმებს მოუწოდებს, ჩავიდნენ ტერიტორიებზე, რომლებიც მეამბოხეებმა ერაყსა და სირიაში დაიპყრეს და იბრძოლონ ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად. მიმართვაში, რომელიც 1 ივლისს ინტერნეტში გავრცელდა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი - ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი - თავს მოიხსენიებს მსოფლიოში ისლამის ლიდერადაც. მისი მიმართვის ფონს ქმნის ერაყის მთავრობის ჯარების ოპერაცია ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ თიქრითის ასაღებად. ეს ქალაქი გასულ თვეში დაიპყრეს ალ-ყაიდის მოკავშირე „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა. აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის ვიდეომიმართვის გავრცელებამდე ორი დღით ადრე მისმა ჯგუფმა გამოაცხადა ხალიფატი - ანუ ისლამური სახელმწიფო ტერიტორიაზე, რომელსაც ერაყსა და სირიაში აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG