Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ირანის საბრძოლო თვითმფრინავები განთავსდნენ


ირანის მიერ ერაყისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ იტყობინება, ლონდონში დაფუძნებული კვლევითი ცენტრი. აქტი მიზანია ერაყის შეიარაღებული ძალების დახმარება ისლამის ექსტრემისტებთან ბრძოლაში. სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინტიტუტის თანახმად, პირველ ივლისს ჩავიდა ირანიდან „სუხოის“ ტიპის თვითმფრინავების პარტია. ადრე რუსეთმა მიაწოდა ერაყს სუ-25ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები. არ არის დადგენილი, ვინ მართავს თვითმფრინავებს. ანალიზის ავტორის თანახმად, სათუოა, რომ ერაყს უნარი აქვს, თავისი ძალებით მართოს ეს საბრძოლო თვითმფრინავები.

XS
SM
MD
LG