Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ვალერია ნოვოდვორსკაია, ცნობილი რუსი ოპოზიციონერი


მოსკოვში 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ვალერია ნოვოდვორსკაია. ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან. მათი მონაცემებით, ნოვოდვორსკაია ინფექციურ-ტოქსიკური შოკის შედეგად გარდაიცვალა. 12 ივლისს ნოვოდვორსკაია საავადმყოფოში გადაიყვანეს და ჩირქოვანი ქირურგიის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ნოვოდვორსკაია ცნობილია, როგორც რუსეთის ავტორიტარული მმართველობის ოპონენტი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების მხარდამჭერი.

XS
SM
MD
LG