რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც განაგრძობს ტურნეს ლათინურ ამერიკაში, 12 ივლისს არგენტინის პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდესთან ერთად ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტო, „როსატომი“ არგენტინაში, რომელსაც ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უდიდესი საბადო აქვს, ატომური ელექტროსადგურის ორ ენერგობლოკის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. არგენტინიდან კი ვლადიმირ პუტინი ჩავა ბრაზილიაში, სადაც 13 ივლისს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრება, ხოლო 15-16 ივლისს, BRICS-ის სახელით ცნობილი განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ყველაზე პოპულარული
1