არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალის აღნიშვნა არეულობაში გადაიზარდა. გულშემატკივრებმა, რომლებიც ზეიმობდნენ არგენტინის ნაკრების საუკეთესო შედეგს 1990 წლის შემდეგ, დალეწეს მაღაზიის ვიტრინები, დაარბიეს თეატრის შენობა, თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს და მათ ქვები და ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ საპასუხოდ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად დაშავდე 20-ზე მეტი ადამიანი. პოლიციამ 30-მდე ადამიანი დააკავა. გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა არგენტინა დამატებით დროში დაამარცხა ანგარიშით 1-0.
ყველაზე პოპულარული
1