Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან-კლოდ იუნკერი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცეს


ევროპის პარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე დაამტკიცა ჟან-კლოდ იუნკერი. ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა გასულ თვეში დაასახელეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა, მიუხედავად ბრიტანეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობისა. ევროპის პარლამენტში იუნკერს ხმა მისცა ორმა უდიდესმა ფრაქციამ: მემარჯვენე-ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ, რომლის წარმომადეგენლიც თავად იუნკერია, და სოციალ-დემოკრატებმა. ევროკავშირის ლიდერები 16 ივლისს შეიკრიბებიან ბრიუსელში ევროკავშირის ახალი საგარო-პოლიტიკური ლიდერისა და, შესაძლოა, ევროკავშირის საბჭოს ახალი პრეზიდენტის დასასახელებლად.

XS
SM
MD
LG