Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს კიევის ბრალდებებს სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებასთან დაკავშირებით


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო კიევის ბრალდება იმის თაობაზე, რომ რაკეტები, რომლითაც გუშინ უკრაინის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რუსეთის ტერიტორიიდან იყო ნასროლი. მანამდე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ 23 ივლისს აღმოსავლეთ დონეცკში ორი სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 რუსეთის ტერიტორიიდან ნასროლი რაკეტებით იქნა ჩამოგდებული. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ თუ ეს ცნობა დადასტურდებოდა, ეს იქნებოდა კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ უკრაინის სეპარატისტები მოსკოვის მიერ მიწოდებულ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს იყენებენ.

XS
SM
MD
LG