Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გაზარდა უკრაინის გამო სანქცირებულთა სია


ევროკავშირმა 15 ინდივიდი და 18 კომპანია და უწყება დაამატა უკრაინაში კრიზისის გამო სანქცირებულების სიას. სანქცირებულ პირებს შორის არიან ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი მახაილ ფრადკოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი პაველ გუბარევი. სანქციები ითვალისწინებს ვიზებზე უარს და აქტივების გაყინვას. რაც შეეხება სანქცირებულ კომპანიებსა და უწყებებს, მათ შორის არის სევასტოპოლის სავაჭრო პორტი, რომელზე კონტროლიც უკრაინას ჩამოერთვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. ევროკავშირის მიერ სანქცირებულებს შორის არიან უწყებებიც, რომლებიც რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა შექმნეს აღმოსავლეთ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG