Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღში ორი ჯარისკაცი დაიღუპა


მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედროებმა ყარაბაღის ორი ჯარისკაცი მოკლეს. არაღიარებული რესპუბლიკის დეფაქტო თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რეგიონის ჩრდილოეთით. ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზავი 96-ჯერ დაარღვიეს. წელს, სროლების შედეგად ორივე მხარის 20 ჯარისკაცი მოკვდა.

XS
SM
MD
LG