Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებებს ცხრა სამოქალაქო პირი შეეწირა


გავრცელებული ცნობებით, უკრაინის აღმოსავლეთში პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და კიევის ძალებს შორის შეტაკებებს 3 აგვისტოს ცხრა სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა დონეცკის ახლოს სროლაში, სამი კი ლუგანსკში შეეწირა შეტაკებებს ბოლო 24 საათის განმავლობაში. უკრაინის არმია აცხადებს, რომ შეტაკებების ბოლო რაუნდში მას თავის რიგებში დანაკარგი არ განუცდია. დონეცკი და ლუგანსკი სეპარატისტებისთვის ბოლო ორ დიდ ბასტიონებად რჩება. პარალელურად, ჰოლანდიელმა და ავსტრალიელმა საერთაშორისო ექსპერტებმა გააგრძელეს მუშაობა იმ ადგილას, სადაც 17 ივლისს მალაიზიის თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული, გავრცელებული ვარაუდით სეპარატისტების მიერ. ექსპერტები ცდილობენ მიაგნონ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 298 ადამიანის ადგილზე დარჩენილ გვამებს. ჰოლანდიაში უკვე გაიგზავნა 220-მდე კუბო, დაღუპულთა ამოცნობის მიზნით. 3 აგვისტოს დილით ხარკოვში ჩავიდა ოთხი საგანგებოდ აღჭურვილი სატვირთო მაქანა, რითიც სხვა გვამების ნაწილები და დაღუპულთა პირადი ნივთები გადაიტანეს.

XS
SM
MD
LG