Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ყარაბაღში ძალადობა უნდა დასრულდეს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მოუწოდებს აზერბაიჯანის და სომხეთის ძალებს ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულებისაკენ. ბან კი მუნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის მცდელობებს ვითარების დე-ესკალაციასთან დაკავშირებით. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 15 ჯარისკაცი დაიღუპა სომხეთის ძალებთან შეტაკებებისას. მთიანი ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლების განცხადებით მოკლეს მათი 5 ჯარისკაცი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი შეხვდება სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს კვირის ბოლოს სოჭში.

XS
SM
MD
LG