Accessibility links

აშშ-მა ერაყში 130 სამხედრო მრჩეველი გაგზავნა


აშშ-ის ხელისუფლებამ ერაყში გაგზავნა 130 სამხედრო მრჩეველი, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ, რა მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება ქვეყანას. ამის შესახებ იტყობინება აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი. მისი სიტყვებით, ჯგუფი ერაყში პრეზიდენტ ბარაკ ობამას დავალებით გაიგზავნა. რამდენიმე ხნით ადრე ვაშინგტონმა ერაყის ხელისუფლებას დახმარება აღუთქვა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG