Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის გაფრთხილებების მიუხედავად, რუსეთის კოლონა საზღვარს უახლოვდება


რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების კოლონა უკრაინის საზღვარს უახლოვდება მიუხედავად კიევის გაფრთხილებებისა, რომ კოლონა შესაძლოა ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვან. პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა 12 აგვისტოს დაგმო რუსეთის „ცინიზმი“ და თქვა, რომ უკრაინა დახმარებას მიიღებდა მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან. შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „პუტინის კოლონას ხარკოვის რეგიონში არ გაატარებენ. ცინიკური აგრესორის პროვოკაცია ჩვენს ტერიტორიაზე დაუშვებელია“. რუსეთი აცხადებს, რომ კოლონის მარშრუტი შეთანხმებულია კიევთან და რომ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზედამხედველობით გააგრძელებს გზას. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მას არა აქვს ინფორმაცია კოლონის შესახებ. უკრაინის და დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა მანამდე გამოთქვეს ეჭვი, რომ რუსეთმა შესაძლოა ჰუმანიტარული დახმარების საბაბით აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ძალები შეიყვანოს.

XS
SM
MD
LG