Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფანჯიკიძე: საქართველო უკრაინის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებს რუსეთის აგრესიად აფასებს


საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გმობს ყირიმის ანექსიას და ქვეყნის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებს რუსეთის აგრესიად აფასებს - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის თუ მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებებში მკაფიოდაა გამოხატული უკრაინის მიმართ საქართველოს პოზიცია და მიმდინარე მოვლენები მკაცრადაა შეფასებული. “ჩვენი განცხადებები სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა პარტნიორების განცხადებებთან" - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას ინტენსიური კონტაქტი აქვს კიევის ხელისუფლებასთან და უკრაინისთვის სერიოზული ჰუმანიტარული დახმარების გაწევას აპირებს.

XS
SM
MD
LG