საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ პარიზი 15 სექტემბერს უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას ერაყის შესახებ, მანამდე კი, 12 სექტემბერს, პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ბაღდადს ესტუმრება. პრეზიდენტის ოფისის განცხადების თანახმად, ოლანდის ვიზიტის მიზანი კონფერენციისთვის მზადება იქნება. ერაყი ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტთა შეტევის ქვეშაა. ასეთ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს იწყებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციის ფორმირების მიზნით. კერი ეწვევა იორდანიას და შემდეგ გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც ორი დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს ერაყის, იორდანიის, ეგვიპტის, თურქეთის და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში შემავალი ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებთან. კერის ტურნეს დაწყება დაემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ სიტყვით გამოსვლას, რომელშიც მან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სტრატეგია უნდა გამოაცხადოს.
ყველაზე პოპულარული
1