Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები


ბრაზილიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები. მეორე ოთხწლიანი ვადით გამარჯვების იმედი აქვს მოქმედ პრეზიდენტ დილმა რუსეფს, რომელსაც ორი კონკურენტი უპირისპირდება - გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი მარინა სილვა და მინას ჟერაისის შტატის გუბერნატორი აესიო ნევესი. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, დილმა რუსეფი დაახლოებით 20%-ით უსწრებს კონკურენტებს, თუმცა არ გააჩნია ამომრჩევლის საკმარისი მხარდაჭერა არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად. თუ ვერავინ მოიპოვებს ხმების 50%-ზე მეტს, 26 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. ბრაზილიაში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა 18-დან 70 წლამდე მოქალაქეებისათვის და ნაბაყოფლობითი - 16-დან 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული პირებისათვის.

XS
SM
MD
LG