აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 4-6 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ბურ-ლე-ვალანსის მერის, მარლენ მურიეს სტუმრობა მთიანი ყარაბაღის რეგიონში პროვოკაცია იყო სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პარიზში დაგეგმილი შეხვედრის წინ. ეს შეხვედრა საფრანგეთის დედაქალაქში ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიმართოს. სამინისტროს წარმომადგენლის, ჰიქმათ ჰაჯიევის თანახმად, ეს ვიზიტი და ბურ-ლე-ვარანსსასა და ქალაქ შუშას შორის მეგობრობის დეკლარაციის ხელმოწერა, ეწინააღმდეგება საფრანგეთის კანონმდებლობას და საფრანგეთის საშუამავლო საქმიანობას. პარიზი თანათავმჯდომარეა ჯგუფისა, რომელიც ცდილობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე, სომხეთის მხარდაჭერით სეპარატისტთა მიერ დაკავებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
ყველაზე პოპულარული
1