Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში აკრძალეს ოპოზიციური „ჯგუფი 24“


ტაჯიკეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აიკრძალა ოპოზიციური ორგანიზაცია „ჯგუფი 24“. გადაწყვეტილება მოჰყვა მთავრობის მზარდ ზეწოლას ჯგუფზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერებმა ინტერნეტი გამოიყენეს 10 ოქტომბერს დუშანბეში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ მოწოდების გასავრცელებლად. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ჯგუფი 24“, რომელსაც ხელმძღვანელობს ემიგრაციაში მყოფი ტაჯიკი ბიზნესმენი უმარალი ქუვატოვი, ექსტრემისტულია და ამიტომ იკრძალება. მედიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ანტისამთავრობო გამოსვლებისაკენ ოპოზიციონერების მოწოდების გამოა დაბლოკილი ასობით ვებსაიტი, მათ შორის „ფეისბუკი“ და „იუტიუბი“, რომლებითაც ტაჯიკეთში 5 ოქტომბრიდან ვეღარ სარგებლობენ.

XS
SM
MD
LG