Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიის პრეზიდენტი გააქტიურებისკენ მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს


ლიბერიის პრეზიდენტმა ელენ ჯონსონ-სერლიფმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა უფრო ენერგიულად ჩაერთონ ებოლასთან ბრძოლაში და აღნიშნა, რომ „მსჯელობისა და თეორიების დრო“ ამოიწურა. თავის ღია წერილში ლიბერიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ებოლამ არ იცის საზღვრები და რომ დასავლეთ აფრიკისთვის ებოლით მიყენებული ზიანი მთელი მსოფლიოსთვის ნათლად აჩვენებს პრობლემის სერიოზულობას. „ვირუსთან ბრძოლა თითოეული სახელმწიფოსგან, რომელსაც დახმარების საშუალება აქვს, მოითხოვს მათ მიერ ვალდებულების აღებას - იქნება ეს საგანგებო ფონდების შექმნა, სამედიცინო უზრუნველყოფა თუ კლინიკური გამოკვლევები“.

XS
SM
MD
LG