Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენდი შერმანი - "ირანმა არ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი"


აშშ-ს მთავარმა მომლაპარაკებელმა ირანთან, ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის საკითხზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ მისცემს ირანს საშუალებას შექმნას ბირთვული იარაღი. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის მქონე ირანი გამოიწვევდა რეგიონში გამალებულ შეიარაღებას და შექმნიდა კიდევ მეტ არასტაბილურობასა და საფრთხეს. შერმანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ურჩევნია დიპლომატიური გზით მიაღწიოს მიზანს რეგიონში. თუმცა, მან განაცხადა - „ირანი ვერ მოიპოვებს, მან არ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღიო“. ვენდი შერმანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ირანის საკითხზე წინააღმდეგობრივია და რომ ზოგიერთი მის წარმატებაზე, ზოგიც კი ჩაშლაზე ამყარებს იმედს. 24 ნოემბერს იწურება ირანსა და მსოფლიო ექვსეულს შორის გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად დათქმული ვადა.

XS
SM
MD
LG