Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთების ძალებმა დაიწყეს კობანიში შესვლა


სირიის ბრძოლით მოცულ ქალაქ კობანიში შევიდა ერაყელი ქურთების ძალების პირველი კონტინგენტი, დაახლოებით 10 მეომარი, რათა ადგილობრივ ქურთებს დაეხმარონ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მოგერიებაში. 30 ოქტომბერს გავრცელდა ქურთი და თურქი ოფიციალური პირების სიტყვები, რომ რამდენიმე საათში კიდევ უფრო დიდ კონტინგენტს ელოდებიან. ასეთ ფონზე, სირიამ თურქეთს ბრალი დასდო მისი სუვერენიტეტის „ღიად დარღვევაში“, რადგან მან „უცხოეთის ძალებს და ტერორისტულ ჯგუფებს“ სირიაში შესვლის საშუალება მისცა. სამხრეთაღმოსავლეთ თურქეთში თვითმფრინავით ჩავიდა ფეშმერგას 100-მდე მებრძოლი, სადაც მათ მძიმე შეიარაღებით დატვირთული მანქანების კოლონა შეუერთდა. მას შემდეგ, რაც ექვსი კვირის წინ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიზე შეტევა დაიწყეს დაიღუპა 800 ადამიანი, 200 ათასი კი იძულებული გახდა სახლ-კარი დაეტოვებინა. აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა საჰაერო იერიშების კამპანიამ ვერ შესძლო ექსტრემისტების გამაგრების ადგილის განეიტრალება.

XS
SM
MD
LG