Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი აფეთქება მოხდა ერაყის დედაქალაქში


1 ნოემბერს ორი სისხლიანი თავდასხმა განხორციელდა ერაყის დედაქალქ ბაღდადში. თავდაპირველად, თვითმკვლელმა მოიერიშემ ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომანქანაში აიფეთქა თავი ბაღდადის შესასვლელთან არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, რასაც სულ მცირე 20 კაცი ემსხვერპლა, დაიჭრა 50. მეორე აფეთქება კი ერაყის დედაქალაქში პალესტინის ქუჩაზე მოხდა, სადაც შიიტი მლოცველები იკრიბებოდნენ, აშურას დღესასწაულისათვის ქალაქ ქარბალაში გასამგზავრებლად. აფეთქებების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. გაეროს მონაცემებით ოქტომბრის თვიდან ერაყში მომხდარ ძალადობას 1273 კაცი შეეწირა.

XS
SM
MD
LG