Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი რჩება იუსტიციის სამინისტროს სათავეში


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თავის გუნდთან ერთად რჩება სამინისტროს სათავეში. წულუკიანი არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, თუმცა, პარტიის წევრობა შეჩერებული აქვს მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრად მუშაობას შეუდგა. თეა წულუკიანი, „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა წევრებისაგან, მათ შორის თავდაცვის გადაყენებული მინისტრის, ირაკლი ალასანიასაგან განსხვავებით, არ მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი საფრთხეშია. „არასდროს, არც ერთი და არც მეორე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, არასდროს - არც მოქმედ მინისტრებთან და არც აწ უკვე ყოფილ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ევროპულ არჩევანზე არ ყოფილა. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული ძალა იყო და არის ევროპული კურსის ერთგული", განაცხადა წულუკიანმა თბილისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რის შემდეგაც თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

XS
SM
MD
LG