Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონოფრიშვილი ადასტურებს ალასანია-ივანიშვილის შეხვედრას


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი დავით ონოფრიშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ორივე მხარის თანხმობით შედგა. "ვიცი, რომ გუშინ ორივე მხარის თანხობით შედგა შეხვედრა, სადაც განიხილეს არსებული მდომარეობა, რაც ქვეყნისთვის კარგია და ასე უნდა წავიდეს საქმე. შეხვედრის ზუსტი დეტალები არ ვიცი", -აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. მას შეხვედრის ადგილი არ დაუკონკრეტებია.

XS
SM
MD
LG