Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიაში შენელდა ებოლის გავრცელება


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ებოლის ვირუსის გავრცელება შენელდა ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქვეყანაში - ლიბერიაში, მაგრამ კვლავაც მწვავე პრობლემებს უქმნის მეზობელ სიერა ლეონესა და გვინეას. გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ეპიდემიამ დასავლეთ აფრიკაში 5000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ინფიცირებულ იქნა 13 000-ზე მეტი ადამიანი. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული დირექტორის, კრისტოფერ დაიეს ვარაუდით, ებოლით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ხუთი ათასით აღემატებოდეს ოფიციალურ მონაცემებს. ოფიციალური პირები აცხადებენ ასევე, რომ ლიბერიაში ებოლის გავრცელების შენელების მიუხედავად, კვლავაც საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიური რეაგირება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

XS
SM
MD
LG