Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს, სულ ცოტა, 17 ექსტრემისტი


პაკისტანის უშიშროების ძალების ცნობით, სულ ცოტა, 17 ექსტრემისტი მოკლეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის რეგიონში წუხელ განხორციელებული ოპერაციის შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, ექსტრემისტები მოკლულ იქნენ ქალაქ ბარაში მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა მოიგერიეს სამხედრო ბლოკ-პოსტზე შეიარაღებული პირების თავდასხმა. ცნობების თანახმად, მოკლული პირები იყვნენ ექსტერმისტული ჯგუფების, „ლაშქარ-ე ისლამისა“ და „თეჰრიკ-ე თალიბანის“ წევრები. ხიბერის რეგიონი, რომელსაც ადგილობრივი თემები აკონტროლებენ, ავღანეთს ესაზღვრება. პაკისტანის არმიის მონაცემებით, ხიბერში ასობით ექსტრემისტია მოკლული ბოლო თვეების ოპერაციების შედეგად. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ 150 000-მდე ადგილობრივ მოსახლეს აიძულა შინიდან წასვლა.

XS
SM
MD
LG