Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: მოსკოვი არ მოახდენს „მოკავშირეებზე“ ზეწოლას ტერიტორიულ საკითხებში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი არ მოახდენს ზეწოლას „მოკავშირეებზე“ ყირიმის რუსეთის ნაწილად და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე დასათანხმებლად. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა სახელმწიფო სათათბიროში 19 ნოემბერს გამოსვლისას. მისივე განმარტებით, გაერთიანებები, რომლებსაც რუსეთი ამჟამად ქმნის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად, მიზნად ისახავს "უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვას". ლავროვის ამ განცხადებების სავარაუდო მიზანია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შიშის გაქარწყლება, რომ რუსეთმა შესაძლოა, მათი სუვერენიტეტიც ხელყოს მას შემდეგ, რაც მარტში ყირიმი მიიერთა.

XS
SM
MD
LG