რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს რუსეთის პარლამენტის წინაშე გამოვა ყოველწლიური მიმართვით. ელიან, რომ პუტინი ყურადღებას ეკონომიკაზე გაამახვილებს. რუსეთის მთავრობამ მანამდე განაცხადა, რომ ქვეყანას მომავალ წელს რეცესია ემუქრება. ორშაბათს რუსულმა რუბლმა ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა განიცადა 1998 წლის შემდეგ. რუბლი დოლართან მიმართებით 9%-ით დაეცა, შემდეგ კი, ცენტრალური ბანკის ჩარევის შედეგად, ისევ გამყარდა.
ყველაზე პოპულარული
1