Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოსკოვს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს


რუსეთს ყირიმის ანექსია და მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ორშაბთს თურქეთიდან შეახსენა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ. „თქვენ ვალდებულება იკისრეთ მოახდინოთ ვითარების განმუხტვა აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ არ ვივიწყებთ ყირიმის ანექსიას, როგორც საერთაშირისო პრინციპების მნიშვნელოვან დარღვევას, მაგრამ რაც ივალდებულეთ, მინსკის შეთანხმებით, მას პატივი უნდა სცეთ და შეასრულოთ. და ჩვენ ამას მოველით ქვეყნისაგან, რომელიც შესაძლოა გახდეს რელევანტური საერთაშორისო მოთამაშე, თუ გადაწყვეტს იმგვარად განახორციელოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, როგორც ამას დიდი სახელმწიფოები აკეთებენ,“ - განაცხადა მოგერინიმ.

XS
SM
MD
LG