Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი აძლიერებს შეტევას თალიბანის წინააღმდეგ


პაკისტანის არმიის განცხადებით, მან გააძლიერა შეტევა ისლამისტ ექსტრემისტებზე, ახალი საჰაერო იერიშების შედეგად დახოცა 57 ექსტრემისტი და სამხედროები მიავლინა თალიბანის სამალავების სიღრმეებში. ამ განცხადების ფონია პაკისტანის ფეშავარში ორი დღის წინ მომხდარი ხოცვა-ჟლეტა - ექსტრემისტებმა დახოცეს 148 ადამიანი, მათ შორის 135 არმიის სკოლის მოსწავლე იყო. პაკისტანში სამდღიანი გლოვაა. 17 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა პირობა დადო, რომ ექსტრემისტებს გაანადგურებს და მყისიერად გააუქმა ექვსი წლის განმავლობაში მოქმედი მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე.

XS
SM
MD
LG