აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ დრეზდენში 17,500-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც გაიმართა ლოზუნგით „დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ“. 22 დეკემბერს ასევე გაიმართა კონტრ-აქცია, ლოზუნგით „ნაცისტებისგან თავისუფალი დრეზდენი“, რომლის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ ქვეყანაში არ უნდა იყოს რასიზმი და ქსენოფობია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დრეზდენში აქციებს ყოველკვირეულად აწყობს და მომხრეებს იზიდავს ახალი მოძრაობა სახელწოდებით „პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ.“ მოძრაობის მომხრეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ პატრიოტია და აწუხებს მათი ქრისტიანობაზე დაფუძნებული კულტურის და ტრადიციების „დასუსტება.“ ევროპის ქვეყნებს შორის გერმანიას ყველაზე ხშირად აკითხავენ თავშესაფრის მაძიებლები. მსოფლიოს მასშტაბით, აშშ-ის შემდეგ, გერმანია მეორე ადგილზეა მიგრანტების ჩასვლის თვალსაზრისით.
ყველაზე პოპულარული
1