ევროს კურსი დოლართან მიმართებით ბოლო ცხრა წლის სარეკორდოდ დაბალ ნიშნულზე დაეცა: ევროპის ბირჟებზე ერთი ევრო 1,18 დოლარი ღირდა, წინა დღეზე ოდნავ ნაკლები. ხოლო ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ცოტა ხნით დაიწია 50 დოლარზე ქვემოთ - პირველად 2009 წლის შემდეგ. თუმცა მოგვიანებით ისევ ასცდა ბარელში 50 დოლარის ზღვარს. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ნავთობითა და გაზით მომარაგების მატების შედეგად, ბოლო კვირებში ნავთობი მნიშვნელოვნად გაიაფდა, რაც მძიმე დარტყმაა მისი ექსპორტიორი ქვეყნებისათვის, რუსეთის ჩათვლით.
ყველაზე პოპულარული
1