Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უკიდურესი სიფხიზლის მოწოდებით გამოვიდა


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი უკიდურესი სიფხიზლის მოწოდებით გამოვიდა შეიარაღებული პირების თავდასხმების შემდეგ, რომელთაც საერთო ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა. შაბათს მან განაცხადა, რომ ათასობით პოლიციელისა და უშიშროების სხვა ძალების გარდა მთავრობა ასობით ჯარისკაცს განალაგებს. მისი თქმით, საფრანგეთი ყოველ ღონეს იხმარს, რათა უზრუნველყოს ხალხის უსაფრთხოება მასობრივ დემონსტრაციაზე, რომელიც 11 იანვრისთვის არის დაგეგმილი პარიზში. ამ ღონისძიებას მთელი რიგი მაღალი რანგის პოლიტიკოსები დაესწრებიან, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი. კაზნევის განცხადება მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან საგანგებო შეხვედრას 10 იანვარს.

XS
SM
MD
LG