Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სასამართლო ხელახლა იმსჯელებს მუბარაქის საქმეზე გაფლანგვის შესახებ


ეგვიპტის სასამართლომ გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქისთვის გამოტანილი განაჩენი გაფლანგვის საქმეში და ბრძანება გასცა ხელახლა გაიმართოს სასამართლო ამ ერთადერთ საქმეზე, რომლის გამოც მუბარაქი ციხეში იმყოფება. 86 წლის მუბარაქს მაისში სამი წლით მიუსაჯეს პატიმრობა, მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნეს საბიუჯეტო თანხებიდან მილიონობით დოლარის მითვისებაში პირადი მოხმარების მიზნით. მის ვაჟებს, გამალს და ალაას ამავე საქმის ფარგლებში ოთხი წლით მიუსაჯეს პატიმრობა. თუმცა საკასაციო სასამართლომ 13 იანვარს დაადგინა, რომ ამ საქმეში იურიდიული პროცედურები სათანადოდ არ ყოფილა დაცული. ჯერჯერობით გაურკვეველია დატოვებს თუ არა ციხეს მუბარაქი, რომელიც სასჯელს კაიროს სამხედრო ჰოსპიტალში იხდის. ნოემბერში სასამართლომ მუბარაქს მოუხსნა ბრალდება, თითქოს ის შეთქმულებაში მონაწილეობდა ასობით დემონსტრანტის მოკვლის მიზნით 2011 წლის იმ ამბოხების დროს, რომელსაც მუბარაქის დამხობა მოჰყვა. მას ასევე მოეხსნა კორუფციის ორი ბრალდება. მუბარაქის ვაჟების სასამართლოც ხელახლა გაიმართება.

XS
SM
MD
LG