Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოჰანეს ჰანის აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სუვერენიტეტს ახლო მომავალში არ აღიარებენ


„ვერ ვამჩნევ ტენდენციებს, რომ რომელიმე ქვეყანამ, თუნდაც არაევროპულმა, ახლო მომავალში აღიაროს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების სუვერენიტეტი“ - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები და ევროპარლამენტი ყველაფერს ხედავენ და შეშფოთებული არიან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მოვლენათა არასასურველი განვითარებით და იქ რუსეთის ქმედებებით. „რა თქმა უნდა, ეს ზღუდავს მოლაპარაკებების პერსპექტივას, არადა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ, განვიხილოთ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობები“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას, რადგან სწორედ მან დაარღვია საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ეს საკითხები მეორე პლანზე არ უნდა გადავიდეს.

XS
SM
MD
LG