Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღმოსავლეთი საზღვარი 1500 რუსმა სამხედრომ გადაკვეთა


უკრაინის არმიის ცნობით, სულ მცირე 1500 რუსი სამხედრო შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე გასული 48 საათის განმავლობაში. შედეგად, როგორც კიევი ამტკიცებს, ათი ათასამდე გაიზარდა რუსეთის ჯარისკაცთა რიცხვი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ისინი პრორუსულ სეპარატისტებს ეხმარებიან. უკრაინის სამხედრო წარმომადგენელმა, ანდრიე ლისენკომ უთხრა ჟურნალისტებს კიევში, რომ 7 და 8 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში განთავსდა ასევე სამხედრო აღჭურვილობის სამასამდე ერთეული, მათ შორის გრადის ტიპის სარაკეტო დანადგარი და 170 სხვადასხვა დანიშნულების ავტომანქანა. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 21 იანვარს დაადანაშაულა რუსეთი, რომ უკრაინაში შეიყვანა ცხრა ათასამდე სამხედრო, ასევე 500 ტანკი, მძიმე არტილერია დაჯავშანმანქანები. მტკიცებულების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს, რომ ჯარს აგზავნის აღმოსავლეთ უკრაინაში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთმა ან უკრაინა უნდა დატოვოს, ან მოექცევა უწყვეტ საერთაშორისო იზოლაციაში და შეექმნება საშინაო ეკონომიკური პრობლემები. ბაიდენის თქმით, პრორუსული სეპარატისტები და გაწვრთნილი მეომრები აღმოსავლეთ უკრაინაში უშუალოდ ემორჩილებიან პუტინს.

XS
SM
MD
LG