კრემლის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, თუ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს, რუსეთი, სავარაუდოდ, ამას „დიპლომატიურად“ უპასუხებს და არა სამხედრო გზით. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასსი“ ავრცელებს ნიკოლაი პატრუშევის სიტყვებს - რომ აშშ-ის მიერ უკრაინის მთავრობის ძალებისთვის იარაღის მიწოდება იქნება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის „კიდევ უფრო მეტი ესკალაცია.“ თუმცა შეკითხვას, რუსეთი სამხედრო გზით ხომ არ მოახდენს რეაგირებას აშშ-ის მხრიდან იარაღის მიწოდებაზე, პატრუშევმა უპასუხა - „არა, ვფიქრობ ჩვენ დიპლომატიურად ვიმოქმედებთო.“ აშშ, ნატო, ევროკავშირი და კიევი რუსეთს ბრალს სდებენ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედროების და მძიმე შეიარაღების გაგზავნაში, იქ მოქმედი, პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერის მიზნით. იმის მიუხედავად, რომ იზრდება ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების რაოდენობა, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ უარყოფს უკრაინაში რუსეთის სამხედროების და შეიარაღების გაგზავნას.
ყველაზე პოპულარული
1