Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


თვითმხილვეთა თქმით, სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა 11 თებერვალს დონეცკში, ავტობუსის გაჩერებაზე ჭურვის მოხვედრის შედეგად. ერთმა თვითმხილველმა თქვა, რომ მინიავტობუსის ბორბლის უკან კაცის გვამი დაინახა მას შემდეგ, რაც ნასროლმა ჭურვმა გახვრიტა ავტობუსის გაჩერების სახურავი, მოხვდა სამიზნეს და ორი ავტომობილი დაწვა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მეორე ადამიანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ორი პირი მძიმედ დაიჭრა. სეპარატისტების წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

XS
SM
MD
LG