Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გაიმართა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი 22 თებერვალს ჟენევაში შეხვდნენ ერთმანეთს. ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები ორ საათს გაგრძელდა. ჟენევის მოლაპარაკებებში პირველად მონაწილეობდნენ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი ერნესტ მონიზი და ირანის ბირთვული უწყების ხელმძღვანელი ალი აკბარ სალეჰი. ისინი თითქმის მთელ დღეს მსჯელობდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის ტექნიკურ დეტალებზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ საშუალო დონეზე გაიმართა „კარგი მსჯელობა შეთანხმებების გარეშე“. ზარიფის განცხადებით, მონიზისა და სალეჰის მონაწილეობამ აჩვენა მოლაპარაკებებში „უფრო მაღალი რანგისა და ყოვლისმომცველი კომპეტენციის პირთა მონაწილეობის“ საჭიროება. 21 თებერვალს ჯონ კერიმ განაცხადა, რომ არ იყო საჭირო მოლაპარაკებებში მონიზის მონაწილეობის გადამეტებულად შეფასება. ერნესტ მონიზის ჩართვის გადაწყვეტილება აშშ-მ მიიღო მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა მოლაპარაკებებში სალეჰის ჩართვის შესახებ. მსოფლიოს „ექვსეული“ და ირანი შეთანხმდნენ - მარტის ბოლომდე შეიმუშაონ ჩარჩო-შეთანხმება.

XS
SM
MD
LG