Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზპრომი იმუქრება, რომ უკრაინას შეუწყვეტს გაზის მიწოდებას


რუსეთის გაზის გიგანტი კომპანია გაზპრომი იმუქრება, რომ უკრაინას მთლიანად შეუწყვეტს გაზის მიწოდებას 26 თებერვალს, რამაც, კომპანიის აზრით, შესაძლოა ევროპისთვის მიწოდებაც შეაფერხოს. გაზპრომის ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა 24 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ „უკრაინას დროულად არ გადაუხდია გაზის წინასწარი საფასური“. მილერის განცხადების ფონია უკრაინის ენერგეტიკის სახელმწიფო ფირმის, ნაფტოგაზის მიერ გაზპრომის მისამართით გამოთქმული ბრალდება, რომ კომპანია უკრაინას სრულად არ აწვდის შესყიდულ გაზს. ნაფტოგაზი 23 თებერვალს აცხადებდა, რომ წინასწარ დაფარა 114 მილიონი კუბური მეტრი გაზის საფასური, თუმცა მხოლოდ 47 მილიონი კუბური მეტრი მიიღო. გაზპრომი აცხადებს, რომ გაზს აწვდის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების იმ ადგილებს, რომლებსაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აკონტროლებენ - მას შემდეგ, რაც კიევმა იქ შეწყვიტა გაზის მიწოდება. გაზპრომი ამბობს, რომ ის ამ ორ რეგიონს მიიჩნევს ნაფტოგაზთან დადებული კონტრაქტის ნაწილად.

XS
SM
MD
LG