აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 28 თებერვალს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს. თეთრი სახლის თანახმად, პოროშენკომ ბაიდენს შეატყობინა, რომ დონეცკისა და მარიუპოლის მახლობლად სროლას განაგრძობენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, რაც მინსკში მიღწეული საზავო შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. ამავე განცხადების თანახმად, საუბრისას ასევე შეეხნენ იმ გარემოებას, რომ ეუთოსთვის შეუძლებელია შეამოწმოს, გაიტანეს თუ არა ფრონტის ხაზიდან რუსული მძიმე შეიარაღება. ბაიდენმა შეაქო უკრაინის მთავრობის გეგმა კანონმდებლობის რეფორმის თაობაზე, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უწევს რეკომენდაციას, ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით. უკრაინის არმია აცხადებს, რომ წუხელ ზავი დიდწილად შენარჩუნდა მეამბოხეების მიერ კონტროლირებული ქალაქის, ლუგანსკის და მთავრობის მიერ კონტროლირებული მარიუპოლის გარშემო. სროლის ინტენსივობის კლების მიუხედავად, 28 თებერვალს ქვეყნის აღმოსავლეთში სროლის შედეგად დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი.
ყველაზე პოპულარული
1