Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები ქალაქ რას ალინს უტევენ


სირიელი ქურთებისა და აქტივისტთა ორგანიზაციების თანახმად, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ფართომასტაბინი შეტევა წამოიწყეს თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ რას ალინზე, რომელშიც მეტწილად ქურთები ცხოვრობენ. ქურთთა დემოკრატიული ერთობის პარტიის წარმომადგენლის ნავაფ ხალილის ცნობით, ექსტრემისტებმა შეტევა 11 მარტს წამოიწყეს. ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორია კი იუწყება, რომ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ხელთ იგდო სოფელი ტან ღანძირი, რომელიც ქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქალაქ რას ალინში 50 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG