Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტრო "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას თხოვს


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ და არასამთავრობო ორგანიზაცია არასწორი მონაცემების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა. სამინისტრო "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსგან" მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ უარყოფას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

XS
SM
MD
LG