Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯერმანვიგზის" თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე განახლდა სამძებრო ღონისძიებები


საფრანგეთში დაიწყო გამოძიება ავიაკომპანია „ჯერმანვინგზის“ თვითმფრინავის კატასტროფის საქმეზე. მარსელის პროკურატურა კატასტროფის მთავარ მოწმეებს კითხავს. შემთხვევას იძიებს საფრანგეთის ავიაგადაზიდვების უსაფრთხოების უწყება. კატასტროფის ადგილზე 25 მარტს გერმანელი ექსპერტები ჩავლენ და მოელიან, რომ ისინი თავიანთ დასკვნებს ერთ კვირაში წარმოადგენენ. ოთხშაბათს დილით თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე განახლდა სამძებრო სამუშაოები. გერმანული ავიაკომპანიის - „ლუფტჰანზას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულად ითვლება უბედური შემთხვევის ვერსია. „ჯერმანვინგზი“ „ლუფტჰანზას“ შვილობილი კომპანიაა. აერობუსი A320 ბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა. მასზე იმყოფებოდა 150 ადამიანი, უმრავლესობა - გერმანიის მოქალაქეები. მგზავრთა შორის იყვნენ - ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ყაზახეთის, თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები. საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა გვამების მთიანი რეგიონიდან გადასვენებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

XS
SM
MD
LG